ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვუერთდებით ეუთო/ოდირის შეფასებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვუერთდებით ეუთო/ოდირის შეფასებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
21:58 05.11.2020
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ საქართველოს საპარალამენტო არჩევნებს ტვიტერზე ეხმაურება

"ვუერთდებით ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) შეფასებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართა საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. საჭიროა შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დანიშნული მეორე რაუნდის გათვალისწინებით" - წერს საკუთარ ტვიტერ გვერდზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბეჭდვა