თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
11:05 17.09.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის დროს შეხვედრები ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან გაიმართება.

თორნიკე გორდაძე ასევე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდთს, ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელ დირექტორ გუნარ ვიგანდს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის, ევროკომისრის შტეფან ფულეს კაბინეტისა და უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის კაბინეტის წევრებს შეხვდება.

შეხვედრებზე მხარეები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიის დინამიკას განიხილავენ.

ბეჭდვა