„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია - „ოცნების ქუჩა“ გამართა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია - „ოცნების ქუჩა“ გამართა
10:48 17.09.2012
თბილისში, მრგვალ ბაღში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია - „ოცნების ქუჩა“ გაიმართა.

აქციის ფარგლებში მრგვალი ბაღი საჰაერო ბურთებითა და ყვავილებით მორთეს, ამასთან, ჩატარდა მუსიკალურად გაფორმებული რამდენიმე გასართობი სანახაობა.

აქცია - „ოცნების ქუჩა“ „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად გაიმართა.

„როდესაც ახალგაზრდებში სიახლის და ცვლილების მოლოდინია, ეს მოლოდინი აუცილებლად გამართლდება“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ბეჭდვა