ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს
ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს
09:18 17.09.2012
საქართველოში ვიზიტად მყოფი რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს ხვდებიან.

მინისტრები თბილისს გუშინ საღამოს ეწვივნენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ მეგობრული ურთიერთობის დაფიქსირება.
ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელებენ.



ბეჭდვა