ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება
ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება
09:17 17.09.2012
ამომრჩეველთა სიებში საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვადის ამოწურვის შემდეგ სიები საოლქო და საუბნო კომისიებს გადაეცემა.

არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული საარჩევნო სიები ცესკო-მ უკვე გამოაქვეყნა.

17 სუბიექტიდან არჩევნებს ერთი პარტია - „ჩვენი ქვეყანა“ გამოეთიშა. მას სია სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, კანონის მიხედვით, პარტიულ სიაში არანაკლებ 100 და არაუმეტეს 200 კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი. პარტია „ჩვენ ქვეყანას“ კი, სიაში 95 კანდიდატი ყავდა დარეგისტრირებული.

შესაბამისად, არჩევნებში 14 პარტია და ორი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს.

ბეჭდვა