კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას
ალტერნატივა არ გააჩნია.
„ევროპაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი მოუფიქრებია. უსაფრთხოების კუთხით ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ უახლოეს დროში მოვახერხებთ ალიანსში შესვლას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავს იწონებს, რომ საქართველო ევროპაში ყველზე უსაფრთხო ქვეყანაა, თუმცა, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საქართველო საშიშია იმ კუთხით, რომ „ვისაც როდის უნდა ისე იჭერს ხალხს“.
საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას კოალიციის ლიდერმა ისაუბრა მოსახლეობის შემოსავლებსა და კომუნალურ გადასახადებს შორის არსბეულ დისბალანსზე და განაცხადა, რომ გადასახადები მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აუცილებალდ შემცირდება და მოსახლეობის შემოსავალი გაიზრდება.
„მონოპოლიებითა და კარტელური მმართველობით ქვეყნის ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მან პენსიონერებისა და ვეტერანების სოციალურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ღირსეულად ექცევა თავის ვეტერანებსა და პენსიონერებს.
„დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის სირცხვილი“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
