საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე წყნეთის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს
და ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრო რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე ძირითად პრობლემებად მოსახლოებამ კომუნალური გადასახადების მაღალი ტარიფები, პრობაციონერთა სიმრავლე და უმუშევრობა დაასახელა.
„თქვენზეა დამოკიდებული, ამ უამრავი პრობლემის მოგვარებას როგორ შეძლებს „ქართული ოცნება“. თუ 1 ოქტომბერს, ამომრჩეველი გაბედულად დააფიქსირებს თავისუფალ ნებას, ხმას მისცემს რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც შეუძლია რადიკალურად პოზიტიური ცვლილებები განახორციელოს ქვეყანაში, თქვენს მიერ დასახელებული პრობლემები თანდათან მოგვარდება“ - მიმართა ამომრჩეველს შალვა შავგულიძემ.
