კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უცნაურს უწოდებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თითქოს
ის ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.
„სააკაშვილი თავად დგას კორუფციის სათავეში და სხვას ადანაშაულებს კორუფციის დაბრუნების მცდელობაში. ის მენტალიტეტით თავად არის წარსულში და ქვეყანაში ფეოდალიზმს აფუძნებს“ - განაცხადა ივანიშვილმა დღეს წინასაარჩევნო პროექტის „ხაზზეა საქართველო“-ს ეთერში.
კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ სხვადასხვა რეგიონში არსებული შემოსავლის ყველა რესურსი პრეზიდენტის ჯგუფის ხელშია.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას არ სურს ამტკიცოს, რომ ისეთი არ იქნება, როგორიც სააკაშვილია.
