ივანიშვილის თქმით, აღდგენილ ბაგრატის ტაძარს იგი მოგვიანებით მოინახულებს
ივანიშვილის თქმით, აღდგენილ ბაგრატის ტაძარს იგი მოგვიანებით მოინახულებს
13:47 16.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ბაგრატის ტაძრის აღდგენა მიიწეროს, მაშინ  როცა, ივანიშვილის შეფასებით, ამაში მას ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ წინასაარჩევნო პროექტის „ხაზზეა საქართველო“-ს ეთერში განაცხადა.

„ვულოცავ მთელ საქარათველოს ბაგრატის ტაძრის აღდგენას. ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა და ამაში მეც მიმიძღვის წვლილი, ისევე, როგორც სხვა ბევრი ისტირული ძეგლის აღდგენაში“ - განაცხადა ივანშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს ეს საკუთარ დამსახურებად მიიწეროს.

„ყველაზე ნაკლები წვლილი სწორედ სააკაშვილს აქვს შეტანილი ამ ტაძრის აღდგენაში“ - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის აღდგენილ ტაძარს მოგვიანებით მოინახულებს.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისი დახმარებით საქართველოში 500-ზე მეტი ისტორიული ძეგლია აღდგენილი და არც ერთის გახსნას ის არ დასწრებია, მათ მოგვიანებით ნახულობსხოლმე.

განახლებული ბაგრატის ტაძარი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დღესვე, ტაძარი ეკურთხა და პატრიარქმა ბაგრატში წირვა-ლოცვა აღადგინა.

საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული სპექტრი და საზოგადოება. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის სახელით ბანკეტზე მიიწვია.



ბეჭდვა