„თავისუფალი საქართველო“ ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება
„თავისუფალი საქართველო“ ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება
19:21 15.09.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ხვალ ბაგრატის ტაძრის კუთხევის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

9 სექტემბერს საკვირო ქადაგებისას უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება 16 სექტემბერს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე მიიწვია.

ბაგრატის ტაძარს ხვალ აკურთხებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წირვა-ლოცვას აღავლენს.


ბეჭდვა