„ქართული ოცნება“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს
„ქართული ოცნება“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს
08:50 20.10.2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს.

პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართება.
პრეზენტაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის.

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკურ განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.

პრეზენტაცია 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.
ბეჭდვა