„ლეიბორისტული პარტია“ 26 სექტემბერს სპორტის სასახლეში ყრილობას გამართავს
„ლეიბორისტული პარტია“ 26 სექტემბერს სპორტის სასახლეში ყრილობას გამართავს
13:18 15.09.2012
„ლეიბორისტული პარტია“ 26 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში ყრილობას გამართავს.

ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მივმართავთ საზოგადოების ოქროს ნაწილს - ვინც ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს, ვისთვისაც ეროვნულობა და სოციალური სამართლიანობა ძვირფასია, შევიკრიბოთ 26 სექტემბერს 15.00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში, მომავლის ყრილობაზე“ - აღნიშნა მან.

გუგავას თქმით, ეს იქნება შეკრება, სადაც ქართველი ხალხის ბრძოლისა და გამარჯვების ეროვნული გეგმა გახდება ცნობილი.

ბეჭდვა