გიორგი გახარია: აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია და ნებისმიერი საკითხი, გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად
გიორგი გახარია: აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია და ნებისმიერი საკითხი, გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად
16:24 15.10.2020
აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება, ეს არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად.

„რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას - აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, ეს არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ბეჭდვა