ავღანეთში თალიბებმა ნატო-ს შტაბბინაზე იერიში მიიტანეს.
BBC-ის ინფორმაციით, შეტაკების დროს ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი გარდაიცვალა. ბოევიკებმა ჰელმანდის პროვინციაში ბაზის პერიმეტრის გარღვევა შეძლეს.
შეტაკების შედეგად, საჰაერო ხომალდები და შენობები დაზიანდა. ნატო-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. მათი განმარტებით, მეამბოხეები რაკეტებსა და ნაღმტყორცნებს იყენებენ.
თალიბების წარმომადგენლების თქმით, მათი სამიზნე ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები არიან.
სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ს საელჩოებზე თავდასხმები 11 სექტემბერს ლიბიაში დაიწყო. ბენღაზიში ამერიკის საკონსულოზე იერიშის შედეგად აშშ-ს ელჩი და საელჩოს 4 თანამშრომელი დაიღუპნენ. თავდასხმის ფაქტები და მცდელობები იყო ეგვიპტეში, ტუნისსა და სუდანშიც. გარდაიცვალა 7 ადამიანი.
ისლამური სამყაროს პროტესტი მოციქულ მუჰამედზე გადაღებულმა ფილმმა გამოიწვია, რომელიც youtube.com-განთავსდა. მეამბოხეების განცხადებით, ფილმი მოციქულ მუჰამედს შეურაცხყოფს.
