ახალციხეში დღეს „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება
ახალციხეში დღეს „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება
10:05 15.09.2012
საარჩევნო ბლოკი - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ დღეს ახალციხეში აქციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ კუტალაძემ განუცხადა, აქცია ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

მისივე თქმით, აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს და მათ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას გააცნობს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ახალციხეში 17:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა