გურიის სახელმწიფო რწმუნებული ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
გურიის სახელმწიფო რწმუნებული ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
11:28 07.10.2020
გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ბორნ ტედემანს და მაშუ პულსენს შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები და გურიაში არსებული გამოწვევები განიხილეს.

ზურაბ ნასარაიამ სტუმრებს რეგიონის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შემქნილ მდგომარეობას.
ბეჭდვა