მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება
მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება
00:11 06.10.2020
„სიმართლე ის არის, რომ „ ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. ამ კვლევებს არ ვენდობი, რადგან საკმაოდ დიდი აცდენებია შეფასებებშიც და დამოკიდებულებებშიც. ამიტომ სერიოზულად არ ვუყურებ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტვ „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით.

მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 60%-მდე მხარდაჭერა. მისივე თქმით, მმართველ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.​


ბეჭდვა