„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
16:23 14.09.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე და პარტიის ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა მუგასაშვილი დღეს შიდა ქართლში,  საზღვრისპირა სოფელ დირბის მოსახლეობას შეხვდენენ.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფლის ძირითად პრობლემას სარწყავი და სასმელი წყლის არარსებობა წარმოადგენს.

პაატა ჯიბლაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

დღესვე, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამსონ გუგავამაც.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ხელმიუწვდომელი ჯანდაცვის, გაძვირებული განათლებისა და უმუშევრობის საკითხები.

“ლეიბორისტული პარტია მზადაა დაამარცხოს მოძალადე ხელისუფლება და მდიდართა კასტა ამ ქვეყანაში. ჩვენ ერთად შევქმნით ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებულ სოციალურად სამართლიან ქვეყანას”- განაცხადა გუგავამ .

ბეჭდვა