„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში!“ - კალიფორნიის შტატის ვიცე -გუბერნატორი ქ. სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაზე
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში!“ - კალიფორნიის შტატის ვიცე -გუბერნატორი ქ. სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაზე
15:15 01.10.2020
აშშ-ს ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ვირტუალურ ცერემონიაში კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა ელენი კოუნალაკისმა მიიღო მონაწილეობა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში! ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თქვენ კალიფორნიაში არსებულ ძლიერ საკონსულო კორპუსს შეუერთდით“ - განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა.

კოუნალაკისის თქმით მისასალმებელია, რომ გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და კალიფორნიაში გენერალური საკონსულო დაარსა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კალიფორნიას შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გამყარებას და გაფართოებას.

„მინდა იცოდეთ, რომ ჩემი ოფისი და გუბერნატორის ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტები თქვენს სამსახურში არიან და დახმარებას გაგიწევენ შესაბამისი კონტაქტების დასამყარებლად“ - აღნიშნა ვიცე-გუბერნატორმა.
კალიფორნიის შტატის ვიცე-გუნერნატორის აზრით, გენერალური საკონსულოს გახნსა ხელს შეუწყობს როგორც ქართველი სტუდენტების ჩართვას გამოჩენილ, მსოფლიო კლასის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას და განსაკუთრებით კი განავითარებს მეღვინეობის სფეროში თანამსრომლობას.

2020 წლის 30 სექტემბერს, ქ. სან ფრანცისკოში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო. გახსნის ვირტუალური ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ელენი კოულანაკისმა.
ბეჭდვა