ცესკო-ს ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის საკითხები განიხილება
ცესკო-ს ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობის საკითხები განიხილება
14:02 14.09.2012
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებს დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განიხილავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, შეხვედრა ცესკო-ს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით ტარდება.

ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბეჭდვა