შალვა ნათელაშვილმა სენატორ ვიკერს ლობისტური კომპანიების საქმიანობის შეზღუდვა სთხოვა
შალვა ნათელაშვილმა სენატორ ვიკერს ლობისტური კომპანიების საქმიანობის შეზღუდვა სთხოვა
13:45 14.09.2012
ამერიკაში ვიზიტით მყოფი „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეხვედრებს განაგრძობს.

პარტიის ინფორმაციით, იგი კონგრესში ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს როჯერ ვიკერს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებასა და კავკასიის რეგიონში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

„ლეიბორიტული პარტიის“ ლიდერმა სენატორ ვიკერს სთხოვა გამოიყენოს საკანონმდებლო ინიციატივა, რათა ამერიკულ ლობისტურ კომპანიებს უცხო სახელმწიფოთა პოლიტიკური გაერთიანებების და პოლიტიკოსთა ლობირება აეკრძალოთ.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ ლობისტურ კომპანიათა ქმედებები სახელს უტეხს მთლიანად ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რადგან აღნიშნული კომპანიები მოგების სანაცვლოდ, მისი თქმით სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ ფუნქციებს ითვისებენ და მხარდაჭერას უწევენ ისეთ ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან სააკაშვილი, ნაზარბაევი, ივანიშვილი და სხვები.

შალვა ნათელაშვილმა ამერიკელ ხალხს ლიბიაში დიპლომატების მკვლელობასთან დაკავშირებით სამძიმარიც გამოუცხადა.

სენატორი ვიკერი და შალვა ნათელაშვილი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ბეჭდვა