ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში კიდევ ერთი წელი დარჩება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში კიდევ ერთი წელი დარჩება
12:38 14.09.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ერთი წლით - 2013 წლის 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი, წარმატებული ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, მისია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საზოგადოების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

„მოხარული ვარ ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებით, რადგან მისია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“ - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მიიჩნევს, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, მუშაობა უნდა გააგრძელონ.

ეშტონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები შეასრულოს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გასაგრძელებლად 20,9 მლნ ევროა გამოყოფილი.

ბეჭდვა