პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვანებს სთხოვს, 1 ოქტომბრის შემდეგ სვანეთთან დაკავშირებული გეგმების გაგრძელების საშუალება მისცენ. ამის შესახებ მან დღეს
მესტიაში განაცხადა, სადაც მუზეუმი გახსნა და ადგილობრივებს შეხვდა.
„თქვენ ხომ იცით, რომ მე აქ არაფერი მინდა? აქ არც მიწის ნაკვეთი მაქვს და არც მინდა, რომ მქონდეს. უშგულელებმა კოშკი მაჩუქეს და უკან დავუბრუნე, ოღონდ იმ კოშკში მუზეუმს ვაკეთებთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ადგილობრივებს სურთ, სვანეთის აღმშენებლობა გაგრძელდეს, არჩევნებში მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა კვიციანს უნდა დაუჭირონ.
