აუცილებლად გავაკეთებთ გვირაბს, რომლითაც ქვემო და ზემო სვანეთი ერთმანეთს დაუკავშირდება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა დღეს მესტიის მუზეუმის გახსნისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, სვანეთის გვირაბის იდეას ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი აკრიტიკებს, თუმცა, დღემდე ასეთივე ქილიკის საგანი იყო განახლებული ბათუმი, ქუთაისი და სვანეთი.
სააკაშვილის თქმით, სვანეთის გამაერთიანებელი გვირაბის მშენებლობა რამდენიმე წლიანი პროექტია.
პრეზიდენტი დღეს მესტიაში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის განახლებული მუზეუმი გახსნა და ადგილობრივებს სიტყვით მიმართა.
