ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლის ფაქტების შესახებ ნატო-ს ელჩებს ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ საერთაშორისო მდივანმა დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებისა და მრავალჯერ დაჯარიმების თაობაზე.
„ავუხსენით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაში არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რომ ამ ინტეგრაციისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება აუცილებელია“-განაცხადა ზალკანიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ელჩები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებული და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვდრაზე ისინი შესაბამის კითხვებს დასვამენ.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული დასის“, „ქრისტიან-დემოკარტიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები.
