დავით სონღულაშვილი: ეს ანგარიში არის დასტური, რომ საქართველო ევროკავშირისთვის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორია
დავით სონღულაშვილი: ეს ანგარიში არის დასტური, რომ საქართველო ევროკავშირისთვის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორია
19:53 17.09.2020
„ევროპარლამენტის ანგარიში არის პოზიტიური. ეს არის კიდევ ერთხელ, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, რასაც ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"შესაბამისად, ის განცხადებები, რომელიც ამ ანგარიშის განხილვას მოჰყვა, ის ანგარიში, რომელიც შინაარსობრივად იყო წარმოდგენილი, არის დასტური იმისა, რომ საქართველო არის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირისთვის და ევროკავშირი არის ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი საქართველოსთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამენ რომ გრძელდება სექტორული ინტეგრაცია და ეს გზა არის შეუქცევადი პროცესი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მისივე თქმით, ანგარიშში წარმოდგენილია ასევე, რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ეს პროცესი. „თავისთავად ცხადია, იმისთვის, რომ პროცესები დაჩქარდეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასათვალისწინებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში უფრო მეტი პოზიტიური შეფასებები იყო. ერთი და ორი ევროპარლამენტარის პოზიცია არ ნიშნავს ევროკავშირის, ევროპარლამენტის პოზიციას. ევროპარლამენტის პოზიცია არის შემდეგი, რომ საქართველო არის რეგიონში მთავარი პარტნიორი ევროპისთვის და გაგრძელდეს სექტორული ინტეგრაცია ევროკავშირში და შესაბამისად საქართველოს ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.​


ბეჭდვა