ნატო-ს ელჩებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება
ნატო-ს ელჩებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება
16:38 13.09.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ნატოს ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე  ისაუბრებს, რომელიც მისი შეფასებით, რეპრესიულია.

როგორც ბაღათურიამ შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობაზე.

„საქართველოში არა თუ თანაბარი საარჩევნო გარემო, არამედ რეპრესიული გარემოა“-განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები დამოკიდებულია სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დონეზე.

საქართველოში მყოფ ნატოს ელჩებთან ქართული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ნატოს ელჩებთან შეხვედრაში მონაწილოობას მიიღებენ „ახალი მემარჯვენეების“, „ქრისტიან-დემოკრატების“, „თავისუფალი დემოკრატების“, „ქართული დასის“, “„რესპუბლიკელებისა“ და „ლეიბორისტების“ წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ელჩები 11 არასამთავრობო ორგანიზაციას ხვდებიან.

ბეჭდვა