"ქრისტიან-დემოკრატები" სოფელ დიხაშხოს მოსახლეობას შეხვდნენ
"ქრისტიან-დემოკრატები" სოფელ დიხაშხოს მოსახლეობას შეხვდნენ
13:01 04.03.2012
"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლები ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს მოსახლეობას შეხვდნენ და დახმარება აღუთქვეს.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, 2 წლის წინ სოფლის მცხოვრებლებმა დედოფლისწყაროს რაიონში, ტენდერის პირობების შესაბამისად, 14 საერთო საცხოვრებელი გადახურეს. ამ სამუშაოში მათ ანაზღაურება 16 ათასი ლარი უნდა მიეღოთ, თუმცა, დაპირება არ შესრულდა.
"თანხა მოასახლეობისთვის გამგეობის კონტრაქტორ ფირმას ,,კავკასტაუსს" ჰქონდა, რაც არ შესრულდა და 20 ოჯახი დღემდე უშედეგოდ ელოდება დავალიანების გასტუმრებას. "ქრისტიან-დემოკრატები" აუცილებლად ჩავერევით ამ პრობლემის გადაწყვეტაში" - განუცხადა მოსახლეობას ვანის რაიონის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ.
შეხვედრაზე ყურადღება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სოფლებში - დიხაშხოსა და ისრითში ბოლო ორ წელიწადში დახარჯული 80 ათასი ლარის მიზნობრიობის შესახებაც ისაუბრეს.
როგორც ლორთქიფანიძემ მოსახლეობას აცნობა, ხელისუფლებამ, ადგილობრივების ინტერესის იგნორირებით, რაიონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100 ჰექტარი მიწა გაყიდა, რომელიც ინდოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს.

ბეჭდვა