საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში 17 კილომეტრიანი გზის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.
მიხეილ სააკაშვილმა სამუშაოებში პირადად მიიღო მონაწილეობა და შემდეგ, სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს სიტყვითაც მიმართა.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული სოფლის სახელი ზუსტად ასახავს იმას, რასაც ადგილობრივები წარმოადგენენ.
მისი თქმით, ამ სოფლის მოსახლეობა არა მხოლოდ მშრომელი, არამედ ჭკვიანი და შეიძლება ხშირდ დაუმსახურებლად დაჩაგრული, მაგრამ განსაკუთრებული ხალხია.
„გურიის ინფრასტრუქტურას საკმაოდ სერიოზულად მოვკიდეთ ხელი. პირველ რიგში სკოლაა გასაკეთებელი. გზები, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო გზა ყველაფერს ვერ წყვეტს. გზას ეკონომიკური მოძრაობა, დასაქმება და განვითარება მოაქვს“- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მთავარი მოსახლეობისთვის მაინც დასაქმებაა, ამიტომ გაიხსნა ოზურგეთში გადამზადების კოლეჯი.
სოფელ შრომაში გზის მშნეებლობა 4 თვეში დასრულდება.
