დიმიტრი შაშკინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა
დიმიტრი შაშკინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა
15:07 13.09.2012
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ეფექტურად გამოყენების საკითხებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ენდრიუ ვებერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით.

ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის ერთადერთია ამიერკავკასიაში.

ლაბორატორია ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ინფექციური დაავადებების აღმოჩენას, ეპიდემოლოგიურ დაკვირვებასა და სხვადასხვა მიმართულებით კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.


ბეჭდვა