გია ვოლსკი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს
გია ვოლსკი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს
14:48 10.09.2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, ანგარიშის თანახმად, რომ ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს წერტილი დაესვა.

გიორგი ვოლსკი: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს.

"საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებისთვის'' - აღნიშნულია ანგარიშში.
ბეჭდვა