„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძე ბახტრიონზე წიგნის სახლში სტუდენტებს შეხვდა.
ნოდარ სარჯველაძემ სტუდენტებს „ქრისტიან- დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება განათლების სფეროზე გაამახვილა.
„სტუდენტებს გავაცანი განათლებასთან და დასაქმებათან დაკავშირებული პროგრამა, რომელიც შემუშავებულია წლების განმავლობაში და უკვე ინერგება თბილისის ათ სკოლაში, მათ შორის საბურთალოს რაიონის 6 სკოლაში. ამიტომ მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მაქვს ამბიცია და ერთგვარი მისია საბურთალოს რაიონის მიმართ, რომ პროგრამა მოზარდთა თაობის სამეწარმეო განათლების შესახებ დავნერგო საბურთალოს რაიონში" - განაცხადა ნოდარ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებში ქდმ-ს გამარჯვების შემთხვევაში, ყველა სტუდენტისთვის უმაღლესი განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება.
