„ლაგუნა ვერესთან” ესტაკადის მშენებლობა დასრულდა
„ლაგუნა ვერესთან” ესტაკადის მშენებლობა დასრულდა
13:51 13.09.2012
თბილისში „ლაგუნა ვერესთან“ ესტაკადის მშენებლობა დასრულდა. როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 248 მეტრი სიგრძის  ბეტონის ახალი ესტაკადა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. შედეგად კი, ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

ახალი ესტაკადა ორივე მხრიდან ბეტონის თვალამრიდებითა და საგზაო ნიშნებით აღიჭურვა.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში დასრულდება მარჯვენა სანაპიროზე გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით კიდევ ერთი ესტაკადის მშენებლობა, რაც სატრანსპორტო ნაკადებს შესაძლებლობას მისცემს 3 დონეზე ერთდროულად იმოძრაონ და მინიმალურ დროში შეძლონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა.


ბეჭდვა