საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან
დღეს მშვიდობიან აქციებს გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ფონდიდან აცნობეს, აქციებზე „ფონდი ქომაგი“-ს წარმომადგენლები და მისი ბენეფიციარები წერილობით მიმართვას გადასცემენ აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს და ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს.
ფონდის ხელმძღვანელის ია მეტრეველის განცხადებით, დიპლომატებს გადაეცემათ ინფორმაცია ფონდის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.
