ცესკო-მ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები გახსნა
ცესკო-მ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები გახსნა
13:08 13.09.2012
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 5 დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნა.

კომისიის ცნობით, უბნები ესპანეთში - ბარსელონაში,
კანადაში - ოტავაში, ირლანდიაში - დუბლინში, უნგრეთში - ბუდაპეშტსა და პორტუგალიაში - ლისაბონში გაიხსნა.

მანამდე, საზღვარგარეთ 42 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

როგორც ცესკო განმარტავს, დამატებითი უბნების გახსნა კომისიამ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან 11 სექტემბერს მიღებული მონაცემების საფუძველზე გადაწყვიტა.

კერძოდ, საზღვარგარეთ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613 შეადგენს, მათ შორის 10 სექტემბრის ჩათვლით, საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია 1 409 ამომრჩეველმა გაიარა.

საარჩევნო უბნები მოქმედებს ვენაში, ბაქოში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, მინსკში, ბრიუსელში, სოფიაში, ბერლინში, კოპენჰაგენში, ლონდონში, ქაიროში, მადრიდში, ტალინში, ანკარაში, სტამბოლში, ტრაპიზონში, თელ-ავივში, რომში, ნიქოზიაში, რიგაში, ვილნიუსში, ჰააგაში, ვარშავაში, ბუქარესტში, 2 უბანი - ათენში, 2 უბანი - სალონიკში, პარიზში, ბრატისლავაში, ერევანში, ტაშკენტში, კიევში, ოდესაში, დონეცკში, ქუვეითში, ასტანაში, სტოკჰოლმში, ბერნსა და პრაღაში.

ბეჭდვა