„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები პარლამენტის შენობის გასხვისებას აპროტესტებენ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები პარლამენტის შენობის გასხვისებას აპროტესტებენ
12:36 13.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში პარლამენტის შენობის  გასხვისებას აპროტესტებენ.

ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ სამგორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბაჯალაძემ განუცხადა, პარლამენტის შენობა გაყიდულია, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია ინვესტორის ვინაობა.

მისი თქმით, თბილისში კიდევ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი და სტარტეგიული შენობაა გასხვისებული, რომლებიც უშუალოდ რუსეთზეა გაყიდული.

„არ ვიცით, პარლამენტის შენობა ნამდვილად რუსეთზეა თუ არა გაყიდული, მაგრამ იგი გასხვისებულია და ამის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. საქართველოში ძირძველი შენობები ასე არ უნდა იყიდებოდეს“-განაცხადა ბაჯალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შენობები „ბებერ ძვლებზე დგას“ და ამიტომ, ისინი საქართველოს უნდა დარჩეს და უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს.

ბაჯალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები საქართველოში შემოსულ ინვესტიციებს მიესალმებიან, მაგრამ არა ძირძველი შენობების გასხვისების ხარჯზე.

ბეჭდვა