ნატო-ს ელჩები დღეს სახალხო დამცველს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან
ნატო-ს ელჩები დღეს სახალხო დამცველს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან
11:32 13.09.2012
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ნატოს ელჩები დღეს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეხვდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახრუში აცნობეს, საქართველოში იმყოფებიან ლიტვისა და ესტონეთის ელჩები ნატოში და პოლონეთის ელჩის მოადგილე.

დღესვე, დაგეგმილია რუსთავში იუსტიციის სახლის დათვალიერება.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში დელეგაციის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგნელებს შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დიპლომატების შეხვედრა საქართველოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან, ასევე, ორმხრივი შეხვედრები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა და რეინტეგრაციის მინისტრებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.

ბეჭდვა