პარტია "თავისუფალი საქართველო" მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლანჩხუთში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე "თავისუფალი საქართველოს" წევრებმა ქვეყნაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც მიმოიხილეს.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა, გია ყრუაშვილმა განუცხადა, "თავისუფალი საქართველო" არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.
"არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი კურსი ყველამ იცის და გვყავს ჩვენი ელექტორატი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას მხარს უჭერს. წინასწარი დასკვნების გაკეთება რთულია, თუმცა, სერიოზული წარმატების იმედი გვაქვს", - აღნიშნა ყრუაშვილმა.
პოლიტიკური საბჭოს სხომას პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა, გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი - გია ყრუაშვილი და "თავისუფალი საქართველო"-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
