არჩილ თალაკვაძეს კოვიდ 19 განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა
არჩილ თალაკვაძეს კოვიდ 19 განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა
10:30 03.09.2020
არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. "შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.

განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც"-ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ბეჭდვა