„ქართული ოცნება" ხვალ ბათუმის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს
„ქართული ოცნება" ხვალ ბათუმის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს
17:30 28.08.2020
მმართველი პარტია ხვალ მოსახლეობას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რესან კონცელიძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ტიტე აროშიძეს წარუდგენს.

წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

ღონისძიება 20.00 საათზე დაიწყება.
ბეჭდვა