შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადაიდო
შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადაიდო
11:34 24.08.2020
შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადაიდო - ამის შესახებ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

"შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს"-ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.




ბეჭდვა