აშშ საქართველოში არჩევნების დასრულების შემდეგ must carry-ის პრინციპების გაგრძელებას მხარს უჭერს.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შრომისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ტომას მელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ საქართველოში გასული წლის მიწურულს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს მიესალმება.
მისი თქმით, must carry-ის პრიციპის განხორცილება იმედის მომცემი იყო, რადგა ის საარჩევო კამპანიის 60 დღის განმავლობაში ყველა პარტიისთვის მასმედიიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს must carry-ის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, როდესაც სავარაუდო დავების განხილვა მოხდება“ - განაცხადა ტომას მელიამ და დასძინა, რომ მედიის საშუალებით სხავდასხვა შეხედულებების ფართო სპექტრისთვის ხელმისაწვდომობა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს ასახვას, რომლებსაც დემოკრატიული საზოგადოება იზიარებს.
მელიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობას მიესალმება.
„მათ შორის, განსაკუთრებულად მივესალმები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, რათა საარჩევო პროცესის გაჭვირვლობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავდეს“- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, აშშ უწყებათაშორისი დელეგაციის ნაწილი დღეს საქართველოდან მიემგზავრება, ნაწილი კი - შეხვედრებს გააგრძელებს.
