გიორგი გახარია: საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
გიორგი გახარია: საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
14:18 22.08.2020
საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად ხაშურის შემოვლითი გზა გახსნა.

კითხვაზე, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებას შეეხებოდა, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ბეჭდვა