ქდმ ხვალ წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს
ქდმ ხვალ წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს
16:41 12.09.2012
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ISET-ის კვლევითი ინტიტუტი, ლიბერალური აკადემია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინიციატივით,  ხვალ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს.

ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება და იგი აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკვე მესამე პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია იქნება.

პროექტის ფარგლებში უკვე შედგა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა“ და „ახალი მემარჯვნეების“ პროგრამების წარდგენა. უახლოეს მომავალში იგეგმება „ქართული ოცნების“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამების პრეზენტაცია.

ბეჭდვა