მმართველი პარტია ხვალ ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
მმართველი პარტია ხვალ ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
19:26 20.08.2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის და მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს.

21 აგვისტოს, 13.45 საათზე, თეთრიწყაროში, მმართველი პარტია მოსახლეობას ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს წარუდგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

17.00 საათზე კი, მარნეულში, „ქართული ოცნება“ მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს.

ასევე, 19.00 საათზე, მმართველი პარტია ზაურ დარგალს გარდაბნის მოსახლეობას წარუდგენს.

ბეჭდვა