ქდმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ
ქდმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ
15:33 12.09.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა სამუშია დღეს მანჯგალაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სამუშიას განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები წარმოადგენს.

დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა ქდმ-ს საბურთალოს მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძეც. მან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და ამომრჩეველს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაზეც ესაუბრა.

ნოდარ სარჯველაძის განცხადებით, მოსახლეობას ყველაზე მეტად ტრანსპორტისა და მაღალი კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებს.

ბეჭდვა