ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ძირითად პრობლემად ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა საარჩევნო სიების საკითხი დაასახელეს.
„ჩვენი საარჩევნო ბლოკის პრიორიტეტი ქვეყანაში სამართლის დამყარება იქნება. სამართლიანობაზე დამყარებული ხელისუფლება არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს მშენებლობის საფუძველი. რაც შეეხება გაყალბებულ სიებს, ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, 1 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს დაზუსტებული სია დახვდება. ამას მოწმობს გრძელვადიანი უცხოელი დამკვირვებლების ინტენსიური თანამშრომლობაც ოპოზიციურ ძალებთან“ - მიმართა ამომრჩევლებს შავგულიძემ.
შალვა შავგულიძე გამარჯვების შემთხვევაში, მათ სამართლიანობის დამყარებას და ყველა პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა.
