მმართველი პარტია მოსახლეობას დღეს, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს,
ნინო ლაცაბიძეს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
წარდგენის ღონისძიება 20:00 საათზე გაიმართება.
