ბაქრაძე - must carry-ის გასაგრძელებლად პარლამენტი ვერ შეიკრიბება
ბაქრაძე - must carry-ის გასაგრძელებლად პარლამენტი ვერ შეიკრიბება
14:23 12.09.2012
საპარლამეტო არჩევნების შემდეგ სავალდებულო მაუწყებლობის - must carry-ის პრინციპის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით,   პარლამენტის სხდომის მოწვევა არ იგეგმება - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის სხდომა ტექნიკური მიზეზების გამო ვეღარ დაინიშნება, ხოლო რაც შეეხება ე.წ must carry-ის არჩევნების შემდეგ გაგრძელებას, ის საკაბელო მაუწყებლებისა და სატელევიზიო არხების შეთანხმების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

„არ შეგვიძლია მუდმივად დავავალდებულოთ საკაბელოები, რომ საკუთარი კომერციული ინტერესის ხარჯზე გადასცენ მაუწყებლობა. საარჩევნო პერიოდში ეს კეთდება გამონაკლისის სახით, ისევე, როგორც სატელევიზიო არხებს ვავალდებულებთ გაუშვან უფასო სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამა“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, must carry-ის პრინციპის საკანონმდებლო დასრულება არ ნიშნავს აღნიშნული თანამშრომლობის საერთოდ შეწყვეტას.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საკაბელო მაუწყებლები და სატელევიზო არხები გამოძებნიან მექანიზმს, რომელიც მაუწყებლის გრძელვადიან ტრანზიტს შეუწყობს ხელს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მსგავს თანამშრომლობას მხოლოდ მიესალმება და მხარს დაუჭერს.

ბეჭდვა