ურმას პაეტი - ნატო-მ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი ქვეყანა მიიღოს თავის რიგებში
ურმას პაეტი - ნატო-მ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი ქვეყანა მიიღოს თავის რიგებში
14:05 12.09.2012
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი მიიჩნევს, რომ ალიანსის გეგმებში ჩარევის უფლება ნატო-ს არაწევრ არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

ამის შესახებ პაეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, ნატო-მ 2008 წლის მოვლენებიდან „გაკვეთილი ვერ ისწავლა“ და საქართველოს მაინც აქეზებს.

როგორც ესტონემა მინისტრმა განაცხადა, ალიანსმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ქვეყანა მიიღოს თავის შემადგენლობაში.

„ასევე, საქართველოს გადასაწყვეტია, რომელ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან სურს ურთიერთობა და ეს სუვერენული გადაწყვეტილება უნდა იყოს“-აღნიშნა ურმას პაეტმა.

ლუკაშევიჩის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე საუბარი, უსაფრთხოებას არათუ ამყარებს, არამედ, ხელს უწყობს ქართული ხელისუფლების რევანშისტულ მისწრაფებას და სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობას აძლიერებს.
ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა. რასმუსენის თქმით, „ნატო-საქართველოს მომავალი სახლია“ და ამ პროცესს ვერცერთი ქვეყანა ვერ შეუშლის ხელს.


ბეჭდვა